← მთავარი
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 21 ნოემბერი 2026
1. რა მონაცემებს ვაგროვებთ
- ელფოსტა: მხოლოდ თუ ანგარიშით შეხვალთ (შესვლის ბმულის გამოსაგზავნად და PRO-ს ჩასართავად).
- სწავლის პროგრესი: გავლილი ეტაპები, ქულები და მედლები, რომ ტელეფონზეც და კომპიუტერზეც გაგრძელდეს.
- PRO სტატუსი: ჩართულია თუ არა ფასიანი წვდომა.
- ანონიმური სტატისტიკა: მოწყობილობის შემთხვევითი ნომერი, რომელი ეტაპი დაიწყეთ ან დაასრულეთ, საიდან გადმოხვედით (მაგ. Facebook) და დრო. ეს საშუალებას გვაძლევს, გავიგოთ, რამდენი ადამიანი თამაშობს და სად უჭირთ. სახელი, ელფოსტა და IP მისამართი ამ სტატისტიკაში არ ინახება.
უფასო ნაწილი ანგარიშის გარეშე მუშაობს: ამ დროს პროგრესი ინახება მხოლოდ თქვენს მოწყობილობაზე, ბრაუზერში.
2. რას არ ვაკეთებთ
- არ ვყიდით და არ გადავცემთ მონაცემებს მესამე პირებს რეკლამისთვის.
- არ ვიყენებთ სარეკლამო ან თვალთვალის ქუქიებს.
- ბარათის მონაცემებს არ ვინახავთ.
3. სად ინახება
ანგარიშის მონაცემები ინახება Supabase-ის სერვერებზე ევროკავშირში (ფრანკფურტი), საიტი განთავსებულია Netlify-ზე. ეს სერვისები მონაცემებს მხოლოდ თამაშის მუშაობისთვის ამუშავებენ. WhatsApp-ით ან ელფოსტით მოწერისას მიმოწერა ინახება შესაბამის სერვისში.
4. თქვენი უფლებები
ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების ნახვა, შესწორება ან ანგარიშის სრული წაშლა. ამისთვის მოგვწერეთ consulting@aiedu.ge-ზე. მოთხოვნას ვასრულებთ გონივრულ ვადაში.
5. ცვლილებები
პოლიტიკის განახლებისას ამ გვერდზე შეიცვლება განახლების თარიღი.
კონტაქტი: consulting@aiedu.ge · WhatsApp: +995 599 20 10 96 · www.AiEdu.ge